Tuesday, July 23, 2013

სასწავლო პროექტის გეგმა

     1.პროექტის სახელწოდება
    ექსკურსიის   დაგეგმვა
    2.პროექტის მთავარი იდეა
 ამ პროექტის განხორციელებისას მოსწავლეები ისწავლიან რას უნდა მიაქციონ ყურადღება როდესაც გადაწყვეტენ ექსკურსიას, იმისათვის რომ დანახარჯი იყოს ნაკლები და შეიძინონ მეტი ცოდნა.ასევე გაითვალისწინონ ისიც,რომ გზად კიდევ ბევრი რამის ნახვა შეძლონ
    3.პროექტის აქტუალობა
პროექტი აქტუალურია მრავალმხრივ, პირველ რიგში უკეთესად შეისწავლიან საქართველოს ისტორიას, კულტურას,ხელოვნებას,ისწავლიან თანხის სწორად გადანაწილებას.
       გაუჩნდებათ სიამაყის გრძნობა თავისი სამშობლოს ისტორიას როდესაც უკეთესად გაეცნობიან, გაუღვივდებათ პატრიოტიზმის გრძნობა,  უკეთესად გაიცნობენ ერთმანეთს, უფრო დამეგობრდებიან.
    4.პროექტის მიზნები
მოსწავლეები ამით განივითარებენ კომუნიკაბელობას, რათა უკეთესად დაიმკვიდრონ თავისი ადგილი.
   საუკეთესო არჩევანის გაკეთების უნარი განუვითარდებათ(რამდენიმე ვარიანტიდან უკეთესის არჩევა)
    ისწავლიან თანხის სწორად განაწილებას.
   5.13 წელი
   6.ორი კვირა
   7.მოსალოდნელია პროექტის შემდეგ მოსწავლემ იცოდეს ხარჯთაღიცხვის გაკეთება.გამოიყენოს ისტორიის გაკვეთილებზე , ქართულის, გეოგრაფიის გაკვეთილებზე შეძენილი ცოდნა.
 ჩამოუყალიბდებათ ურთიერთშორის  დადებითი ურთიერთობები.
 8.პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები
კომპიუტერი,ვიდეოკამერა,  ფოტოაპარატი,.კალკულატორი
 9.პროექტის მსვლელობა
.პროექტის თემის შერჩევა ხდება გონებრივი იერიშით. კითხვას ვსვამ
სად გსურთ ექსკურსიის მოწყობა?
თვითონ მოსწავლეების სურვილით ავარჩევ 2 ან 3 ვარიანტს ამის მიხედვით კლასს გავყოფ შესაბამისად2 ან 3 ჯგუფად {სურვილის მიხედვით},დავავალებ მათ მოიძიონ თავიანთი სასურველი მარშრუტის შესახებ შეძლებისდაგვარად მასალა ,შეადგინონ ხარჯთაღრიცხვა და პრეზენტაციაზე დაიცვან თავიანთი არჩევანის უპირატესობა{შესაძლოა გაიმართოს მცირე დისკუსიაც},წინასწარ მექნება შეფასების რუბრიკაც, საუკეთესო ქულებით გადაწყდებამარშრუტი.

10.საგნებთან ,სასწავლო გეგმასთან კავშირი
კავშირი ისტორიასთან.,ხელოვნებასთან,გეოგრაფიასთან, ქართულ ლიტერატურასთან
11.პროექტის ხელმძღვანელი
ლეილა აფციაური
12, ხელმძღვანელის ელ-ფოსტა
leilaafciauri@gmail.com
13.პროექტის ვებ-გვერდი/ბლოგი
leilaafciauri.blogspot.com